Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2025

Новости за 03.07.2025

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ჯობია დემოკრატიის ხარისხით

მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრანტების შემზღუდველი არაერთი კანონის მიღების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჯობნის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა - ჟურნალისტებს კი მისთვის არ შეუხსენებიათ, ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები. „როდესაც ქვეყანას სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საჭიროა, დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ნაკრების წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

Radiotavisupleba.ge 

თარგამაძე: ჰააგის სასამართლოში მოწმე ვიყავი, მითხრეს, რომ საქართველოში ვერ დამიცავდნენ

გივი თარგამაძე, რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, ჰააგის სასამართლოში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი განიხილებოდა, მოწმე იყო. მისი თქმით, მაშინ მას უთხრეს, რომ საქართველოში ვერ დაიცავდნენ.

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვამ პირველად ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვა

რუსეთსა და ბელარუსში ხშირი მოგზაურობის გამო ლიეტუვამ ამ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეს. ეს პირველი შემთხვევაა და შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ეროვნულ სანქციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები.

Radiotavisupleba.ge 

 აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ირანის ნავთობით ვაჭრობაზე

Reuters-ის სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დააწესა ახალი სანქციები, რომელიც ეხება სავაჭრო ქსელს, რომელიც ერაყის ნავთობად შენიღბულ ირანის ნავთობს კონტრაბანდისტული გზებით ავრცელებს, ასევე საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰეზბოლა აკონტროლებს.

Radiotavisupleba.ge 

ლავროვის მხარდაჭერა, დუგინის კრიტიკა, ვუჩიჩის მადლობა - რა ხდება მოსკოვსა და ბელგრადს შორის, როცა სერბები ახალ არჩევნებს ითხოვენ

მაშინ, როცა ქვეყანაში გაგანია ანტისახელისუფლებო აქციებია და ხალხი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ისევ რუსეთს მიმართა.

Radiotavisupleba.ge 

ორი მაღაროელი „მშრალ შიმშილობაზეა“, მათგან ერთი შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში მაღაროელები განაგრძობენ პროტესტს პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების გათავისუფლების მოთხოვნით. მათგან ორი „მშრალ შიმშილობაზეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებთან ერთად უარი თქვეს სითხის დალევაზეც.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ოდესის ნავსადგური "ისკანდერით" დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

3 ივლისს, დღისით, რუსეთის ჯარმა ოდესის საზღვაო პორტზე იერიში მიიტანა "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსეი კულებას ინფორმაციით, რაკეტა ერთ-ერთ ნავმისადგომს მოხვდა სან-ტომესა და პრინსიპის დროშით მცურავი უცხოური გემიდან ლითონის გადმოტვირთვის დროს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი - ნავსადგურის მუშა-მექანიზატორი და სატვირთო მანქანის მძღოლი. ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის - ნავსადგურის თანამშრომლები და ეკიპაჟის ორი წევრი, სირიის მოქალაქეები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

3 ივლისს პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ტელეფონით დაელაპარაკება.

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ერთგულია 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რჩება ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების და მისგან მიღებული გარანტიების ერთგული.

Radiotavisupleba.ge 

კომუნიკაციების კომისიამ 3 ტელეკომპანია სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ სანქცია არ დაუწესა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები "ტვ პირველი", "ფორმულა" და "მთავარი" სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ სანქციის გარეშე დატოვა. მათ შორის არ გაუცია წერილობითი გაფრთხილებაც. კომისია გადაწყვეტილების დასაბუთებას ერთ კვირაში გამოაქვეყნებს. მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანიებს, „პირველს“, "მთავარსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის - „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ. - გამოყენების გამო. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს

აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეუჩერებია, შეზღუდვები შეეხო რაკეტების ზოგიერთ ტიპს, - თქვა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა. „ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინაში იარაღის გაგზავნა“, - განაცხადა ბრიუსმა. მან დააზუსტა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინის დასახმარებლად მრავალი „სანდო ვარიანტი“ აქვს. ამის ფონზე უკრაინის ოფიციალურმა პირებმა The Economist-ს განუცხადეს, რომ აშშ-მ შეაჩერა ყველანაირი დახმარება, მათ შორის ჭურვებითა და სათადარიგო ნაწილებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიწვიეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება - OSCE PA სირიას

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

Radiotavisupleba.ge 

OSCE PA: დაინიშნოს არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რუსეთთან და ჩინეთთან კავშირები შემაშფოთებელია

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA) ქალაქ პორტოში პლენარულ სესიაზე მიიღო ვრცელი „პორტოს დეკლარაცია“, - რომელიც საქართველოსაც ეხება, - და ასევე რეზოლუცია საქართველოს შესახებ.

Radiotavisupleba.ge 

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა გიორგი მინდაძეს, რომელსაც თბილისში პროდასავლურ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე. მან სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა, რომ „პიროვნება“, რომელმაც „აღნიშნული პიროტექნიკა“ წყლის ჭავლის მანქანას ესროლა და მისი ნასროლი კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა. Читать дальше...




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *