Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2025

Новости за 10.10.2025

Radiotavisupleba.ge 

მაკრონმა ხელახლა დანიშნა ლეკორნიუ პრემიერმინისტრად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრად კიდევ ერთხელ დანიშნა ახლახან გადამდგარი პოლიტიკოსი სებასტიან ლეკორნიუ. ამის შესახებ პარიზში ელისეს სასახლემ განაცხადა.

Radiotavisupleba.ge 

"ბგერაც არ არის ჩემი" - ბაჩო ახალაია და მისი ცოლი ერთ დღეს საგამოძიებო უწყებებში

გამოძიება მხოლოდ ახლა იკვლევს პროსახელისუფლებო არხებით ერთი კვირის წინ ფართოდ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე - მსხვერპლზე, სისხლზე და ბავშვებისთვის იარაღის დარიგების სურვილზე ელაპარაკება.

Radiotavisupleba.ge 

ექიმ ჩახუნაშვილს 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მეორე ბრალდებულს კი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 000-ლარიანი „საპატიმრო გირაო“ შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, 71 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს, მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მულაძეს კი - პატიმრობა.

Radiotavisupleba.ge 

შსს-ში იბარებენ აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილე ნადიმ ხმალაძე იუწყება, რომ ხვალ, 11 ოქტომბერს შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

Radiotavisupleba.ge 

მელანია ტრამპი: უკრაინიდან ომის დროს გაყვანილი რამდენიმე ბავშვი პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შექმნა ღია კომუნიკაციის ხაზი, რომლის საშუალებით რუსეთთან ომის დროს რუსეთში წაყვანილი უკრაინელი ბავშვების რეპატრიაცია უნდა მომხდარიყო. პირველი ლედის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე ოჯახებს დაუბრუნდა, ხოლო მეტი მალე ჩავა თავიანთ ახლობლებთან. „ძალისხმევა გრძელდება“, - განუცხადა მელანია ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს. მან თქვა, რომ პუტინმა მის წერილს წლის დასაწყისში უპასუხა და რომ ისინი კონტაქტს ინარჩუნებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობა შეუფარდეს პოლონელ მესაზღვრეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 3 კაცს

დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა საქართველოში მყოფ პოლონელ მესაზღვრეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ ადამიანს.

Radiotavisupleba.ge 

"მგონია, სიზმარში ვარ" - ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით დაკავებულ პენიტენციურის მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციის ბრალდებით დაკავებულ პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატის ცნობით, სუს-ი პაატა ბურჭულაძესთან მივიდა რუსთავის ციხეში გამოსაკითხად

ადვოკატი შოთა თუთბერიძის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის გამოსაკითხად.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: ასოციაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას.

Radiotavisupleba.ge 

ახალაია შსს-დან 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბაჩო ახალაიამ დაახლოებით შვიდსაათ-ნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

Radiotavisupleba.ge 

ბაქოს ტრიუმფი დუშანბეში: როგორ მოახდევინა ალიევმა ბოდიში პუტინს

9 ოქტომბერს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი. ეს იყო რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ.

Radiotavisupleba.ge 

G7-ის ელჩებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის გახშირების გამო

„დიდი შვიდეულის“ - G7-ის - ელჩებმა გამართეს სასწრაფო შეხვედრა, რომელზეც მიწვეული იყო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვეტლანა ჰრინჩუკი. შეხვედრაზე განიხილეს დახმარების შესაძლებლობა უკრაინის ენერგეტიკის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიის თავდასხმების შემდეგ. ჰრინჩუკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაფტოგაზ უკრაინის“, „უკრენერგოს“ და ენერგოატომის“ წარმომადგენლები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ პარტნიორებს მოუწოდა გადაჭრით უპასუხონ მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს კიდევ 5 დემონსტრანტს - ვინ არიან ისინი

დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე კიდევ ხუთ დემონსტრანტს შეუფარდა „წინასწარი პატიმრობა“. ესენი არიან:

Radiotavisupleba.ge 

მაკრონი რამდენიმე პარტიის ლიდერებს შეხვდა

საფრანგეთში სამთავრობო კრიზისის ფონზე, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებები გამართა რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებთან. მაკრონმა ელისეს სასახლეში წამყვანი პოლიტიკოსები - მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტების გარდა - მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს იყო ერთობლივი პასუხისმგებლობის მომენტი. მაკრონმა ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნის ბოლო ვადად დღეს საღამო დაასახელა. სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ოლივიე ფორმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ არის მზად მემარცხენეებიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

​​როგორც „ქართულ ოცნებას“ მოეთხოვება პასუხი ისტორიის წინაშე, ასევე ოპოზიციას - ინტერვიუ ისტორიკოს გაბრიელ ჩუბინიძესთან

გაბრიელ ჩუბინიძე ისტორიის მკვლევარია. ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრანტის ძირითადი სამეცნიერო კვლევის საგანს გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო, მათ შორის აფხაზეთის ომი წარმოადგენს. ის 28 წლისაა.

Radiotavisupleba.ge 

ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, დავით ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

Radiotavisupleba.ge 

პენსია 20 ლარით გაიზრდება, პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი 1400-ით - 2026 წლის ბიუჯეტი

მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.

Radiotavisupleba.ge 

ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სუსში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ პოსტი მან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. „მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა. რადიო თავისუფლებას სუსში დაუდასტურეს, რომ ანი ნადარეიშვილი უწყებაში დღეს არის დაბარებული "მოწმის სახით, ერთ-ერთი საქმის გამოძიების ფარგლებში" და მის მისვლას დღეს ელოდებიან. განახლება 19:25 სააათი: მოგვიანებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა ექიმ გოგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს ითხოვს, სხვა 16 დემონსტრანტისთვის - პატიმრობას

პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმისათვის, 71 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს ითხოვს, ხოლო კიდევ 16 ადამიანისათვის - პატიმრობას.

Radiotavisupleba.ge 

პუტინი: აშშ-ის უარი ბირთვული ქობინების შეზღუდვის გახანგრძლივებაზე, რუსეთისთვის „დიდი ამბავი არ იქნება“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ავითარებს ახალ სტრატეგიულ იარაღს და მოსკოვისთვის პრობლემა არ იქნება, თუ აშშ უარს იტყვის ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქობინების შეზღუდვის გახანგრძლივებაზე, რომლის ვადაც გაისად იწურება. თუმცა, მან თქვა, რომ სამწუხარო იქნება, თუ მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალების მქონე ორ ქვეყანას შორის იარაღის კონტროლის ჩარჩოდან არაფერი დარჩება. Reuters-ის ცნობით, ტაჯიკეთში გამართულ სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კომიქსი - როგორ (ვერ) დაშალა სპეცრაზმმა პროევროპული აქციები

ნოემბერ-დეკემბრის მასობრივი პროტესტის ჩახშობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. მაშინ, პოლიციასთან შეტაკებების დროს, ათობით ადამიანი დაშავდა. ამდენივე საუბრობდა პოლიციის მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. ამ შემთხვევების ნაწილი მედიამაც აღბეჭდა. ამ კომიქსში პოლიციურ ძალადობაზე გიყვებიან ისინი, ვინც ის საკუთარ თავზე გამოსცადა. მის შესაქმნელად, გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი. კომიქსის სანახავად, დააჭირეთ სურათს.




Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *