Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„კურიერი“ ძირითადმა გუნდმა დატოვა

ტელეკომპანია რუსთავის 2 „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა. მათ შორის არიან ჟურნალისტები ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნათია ტრაპაიძე, დათო ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, თამთა, დოლენჯაშვილი, ნინო გაზდელიანი, მაიკო ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი, ეკო მაღრაძე.


ამის შესახებ მათ განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს.


თამარ ბაღაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა 21 აგვისტოს ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღეს:


„სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს დღეს. რუსთავი 2 ბიძინა ივანიშვილის მიერაა ოკუპირებული. აქ ყველანი არ ვართ, ვინც რუსთავი 2-ის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ „კურიერის“ დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას“.


„კურიერის“ ყოფილი ჟურნალისტები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებენ საქმიანობას.  




20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.


20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.


რუსთავი 2-ზე 21 აგვისტოს არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება. არხზე ამ დრომდე არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *