Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 10 „გამოწვევა“ დაასახელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა 10 საკითხი, მისი შეფასებით, გამოწვევა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. ესენია:



საარჩევნო რეფორმა, რომელიც უკავშირდება 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემით ჩატარებას.  იგეგმება ასევე  პარტიების დაფინანსების მოდელის შეცვლა, ცვლილებების განხორციელება პარტიების რეგისტრაციასთან და საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით.
 სასამართლოს რეფორმა- საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელება. ორშაბათიდან, 23 სექტემბრიდან  იწყება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების  განხილვა.
 ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
2020 წლის ბიუჯეტი. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტი მიიღებს  ბიუჯეტს, „რომელიც იქნება თითოეული  ჩვენი მოქალაქის ბიუჯეტი, სადაც  თავის თავს ყველა მოქალაქე დაინახავს“ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი აპირებს მხარი დაუჭიროს პენსიის გაზრდას მომავალი წლიდან.  
ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა
 გარემო და ეკოლოგია
 ბავშვის უფლებები, რომელშიც  პრიორიტეტული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების უფლებები.
ბიზნესის მხარდაჭერა
 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, რაც, პარალმენტის თავმჯდომარის თანახმად, პირველ რიგში მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანას გულისხმობს.


არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ  მიმდინარე საშემოდგომო სესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება, თავად კი აპირებს პარლამენტის საქმიანობის შესახებ  პერიოდული ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *