ეკონომიკის სამინისტროს შენობა ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა იყიდა
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით , მაზიაშვილი საპრივატიზაციო ობიექტში 9 450 000 აშშ დოლარს გადაიხდის, ქონების საწყისი ღირებულება კი 6 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.