ხვალ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კენჭს უყრიან ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატისთვის გადაცემას
წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ტრამპის იმპიჩმენტს ჯერ კიდევ დეკემბერში დაუჭირა მხარი. პრეზიდენტს წაუყენეს ორი ბრალდება - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და კონგრესის გამოძიების დაბრკოლება. ბრალდებები დაკავშირებულია იმასთან, რომ, როგორც ამტკიცებენ, ტრამპი ზეწოლას ახორციელებდა უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა ზიანი მიეყენებინა თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისთვის. პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს და დემოკრატების მოქმედებას გადატრიალების მცდელობას უწოდებს.