Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პროკურატურა:"ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს

ღამის კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია კვალიფიკაციის შეცვლა.


ბიძინა ჩაჩხიანს 13 იანვარს  ბრალი წარედგინა მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.


კლუბ "ბასიანთან" მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ბიძინა ჩაჩხიანი 12 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ჩაჩხიანისთვის 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.


39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი წარსულში ნასამართლევია. პატიმრობიდან ამნისტიით იგი 2012 წელს გათავისუფლდა.


14 იანვარს ბიძინა ჩაჩხიანისთვის ბრალის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით პროკურატურას „ევროპულმა საქართველომ“ მოუწოდა. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს ღამის კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის საქმის გამოძიება გაგრძელდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაც.


როგორც "ევროპული საქართველოს"  ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აღნიშნავს, როცა გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულისადმი შემწყნარებლურია, იზრდება მსგავსი დანაშაულის ჩადენის რისკი და საზოგადოება დაუცველია. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *