შსს: მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა
საქართველოს მოქალაქე გ.ი-მ სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინცინდენტის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია და გამოძიება მიმდინარეობს.