გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აამოქმედეს ირანთან შეთანხმების სადისპუტო მექანიზმი
ევროპის სამმა სახელმწიფომ, - რომლებიც შეთანხმების ხელმომწერები არიან ჩინეთთან, რუსეთთან და აშშ-თან ერთად, - და ევროპის კავშირმა განაცხადეს, რომ დისპუტის მექანიზმის ამოქმედებით, რამაც შესაძლოა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციებამდე მიიყვანოს საქმე, ისინი არ უერთდებიან ირანის მიმართ ვაშინგტონის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას.
ირანმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა 2015 წლის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობისკენ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში გამოაცხადა, რომ ამერიკა ცალმხრივი წესით ტოვებს შეთანხმებას. ამის შემდეგ აშშ-მა თეირანს მკაცრი სანქციები დაუწესა.