Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მთავრობა გამორიცხავს „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების აღდგენას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით.


„შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, - განმარტავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.


განცხადების თანახმად, საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60-დღიან წინასაარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს დავის წამოწყებას:


„მხარეთა შორის 60-დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს.


9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მთავრობის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა ვალდებულებების შეუსრულებლობა. 


14 იანვარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და ამიტომ კონსორციუმი ამის თავიდან აცილებას ცდილობს.  


„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ძალიან სერიოზულად ვართ მზად და ყველა ის პირი, რომელმაც ამ პროექტს ხელი შეუშალა, ძალიან სერიოზულად აგებს პასუხს. ვიყენებთ ბოლო შანსს პროექტის გადასარჩენად.


არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *