საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯერჯერობით 5 კანდიდატია წარდგენილი
გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი
რაულ გამისონია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი.
სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.
პაატა გაბელია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი.
ფიქრია ზირაქაშვილი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი.
პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.