მოსკოვთან დავის მოგვარებამდე ბელარუსი ევროპის ქვეყნებში ეძებს ნავთობის მიმწოდებელს
ბელარუსის ვიცე-პრემიერმა დმიტრი კრუტოიმ 14 იანვარს განაცხადა, რომ ბელარუსის ყველა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან უცხოეთში. კრუტოიმ იმედი გამოთქვა, რომ მინსკს უახლოეს მომავალში გამოუჩნდება ნავთობის შესყიდვის ალტერნატიული შესაძლებლობები. განიხილება უკრაინასთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესაძლებლობები, განახადა ვიცე-პრემიერმა.
ერთი თვის წინ მოსკოვმა მოულოდნელად შეწყვიტა ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება.
ლატვიამ უკვე განაცხადა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ბელარუსში ნავთობის მიწოდების პროექტებში.
ბელარუსს ჯერჯერობით არ მიუღწევია რუსეთთან შეთანხმებისთვის ნავთობის ტრანზიტის თაობაზე. დიალოგი მიმდინარეობს მოსკოვის მხრიდან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკაზე მზარდი ზეწოლის ფონზე. რუსეთი ცდილობს ორი მეზობელი ქვეყნის მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას მიაღწიოს.
დაძაბულობის შემცირებას ხელი შეუწყო კონტრაქტმა გაზის ფასების შესახებ. მას ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერეს ხელი ორი თვის ვადით. ამან შესაძლებელი გახადა რუსეთიდან გაზის უწყვეტად მიწოდების გაგრძელება.