ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი მტკვარში აღმოაჩინეს
მდინარე მტკვარში ვეფხვის ლეში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის თბილისის ზოოპარკიდან 13 ივნისის ღამეს გაიქცა. მტაცებელი ცხოველი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა და მისი ძებნა, მოქალაქეთა მიერ 112-ზე შესული შეტყობინებების საფუძველზე ხორციელდებოდა. ამ დროისთვის არცერთი ცხოველი აღარ იძებნება.