ანკარამ განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის საზღვარი ათიათასობით მიგრანტმა გადაკვეთა
ევროკავშირის სასაზღვრო უწყება Frontex-მა განაცხადა, რომ ის „უმაღლესი მზადყოფნის პირობებში“ იმყოფება და საბერძნეთში დამხმარე ძალებს აგზავნის.
თურქეთის გაფრთხილება მოჰყვა გაეროს მიგრანტთა უწყების განცხადებას, რომ, „სულ მცირე 13 ათასმა ადამიანმა“ მოიყარა თავი თურქეთსა და ევროკავშირის წევრ საბერძნეთს შორის საზღვარზე.
საბერძნეთის ხელისუფლებამ, რომელმაც პირობა დადო, რომ არ შეასუსტებს საზღვრის დაცვას, განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთის 10 ათასამდე შემთხვევა აღკვეთა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის მიმართულებით გაატარებს მიგრანტებს.
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს ადანაშაულებს, რომ მან არ შეასრულა დაპირება, მათ შორის 2016 წელს მიღწეული შეთანხმების პირობები, რომლითაც გათვალისწინებულია თურქეთისთვის მილიარდობით ევროს გადახდა ევროპის მიმართულებით მიგრანტთა ტალღის შეკავების სანაცვლოდ.