შვილის ჭიდაობისას, ტრიბუნაზე მჯდომი მამა გულის შეტევით გარდაიცვალა
საქართველოს პირველობაზე ფინალები მეორე დღეს - 1 მარტს გაიმართა. ლუკას წესით გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, მაგრამ... დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა. ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ლუკა მარიამიძე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრია. ახლა კი უკვე ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.