Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბ გურული: სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე …

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“პანდემიური ფილოსოფიები…
——————————–
ნელნელა გამოიკვეთა ჰიბრიდული ომის ახალი, დამანგრეველი ძალის ტაქტიკური იარაღი. მოქმედების პრინციპით ინფრაბგერულ ზარბაზანს წააგავს, რომელიც უხილავად მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე, სასოწარკვეთაში აგდებს მათ და შემდეგ, პარალიზებული გონება შიგნიდან ანგრევს ყველა თავდაცვით სისტემას უჯრედების დონეზე.
ეს იარაღი მართვადი შიშია, რომლის მასიური ტრანსფორმირება აგრესიად ეგზოთერმული რეაქციაა; არანაირი ენერგია არ სჭირდება საწვავად.
ამ პრინციპით იმუშავებენ მსოფლიოს უბოროტესი ქვეყნები, რომლებსაც კაცთმოძულე მუტანტები მართავენ. მათი ამოცანა პლანეტის პროგრესული სპექტრის ამოტრიალებაა, რაც მათი იდეოლოგიურ-სულიერი დევალვაციით უნდა მოხდეს.
თავისებურად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე კაცობრიობის მომწიფებული, ასაკობრივი გამოცდილებით კონსერვატიული სპექტრია, რომელიც ზომიერების მთავარი გარანტიაა პლანეტაზე. უმწიფარ ორგანიზმებს ხომ უკიდურესობები ახასიათებთ და უკიდურესობები ქაოსის მთავარი საწვავია.
1918-20 წლების ეპიდემიისას ვირუსის სამიზნე ძირითდათ 20-40 წლის ასაკობრივი სპექტრი იყო. ამ უცნაურმა პროგრამირებამ უცებ დაშრიტა პირველი მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, პლანეტის საზარბაზნე ხორცის რეზერვები და ორი დეკადით დაამშვიდა მსოფლიო. ამჟამად პირიქით ხდება. ახალგაზრდული სპექტრი კრიტიკულ მასას მიაღწევს და ეს იმოქმედებს პლანეტის წამყვან ქვეყანათა პოლიტიკურ სისტემებზე. უკიდურესობები ნორმა გახდება და აფეთქებამდე მიიყვანს მსოფლიოს.
თუ ცივილიზაციის წამყვანმა ძალამ ამ პროცესების მართვა ვერ შეძლო, კატასტროფა გარდაუვალი იქნება. კორონავირუსი მხოლოდ სიმულაციაა, ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია სამყაროდან, რომელიც გვაჩვენებს კაცობრიობის გაერთიანებული გონის, ანუ პლანეტის მთავარი კომპიუტერის სრული პარალიზების, რეალობაში მოდელირებულ ქრონიკას.
უკვე გამოჩნდა უკონტროლო გლობალიზაციის საფრთხეები. აღმოჩნდა რომ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი საკუთარი კოლექტიური ცნობიერი, ისევე როგორც ადამიანებს და ეს ცნობიერი, ისევე როგორც ინდივიდების, სიკეთე-ბოროტების ჩაკეტილ სისტემაში პულსირებს. ამიტომ სჭირდება ყველა ქვეყანას თუნდაც საკუთარი სტრატეგიული წარმოებების შენარჩუნება, რათა გადამწყვეტ მომენტში ერთ უჯრედად ქცეული პლანეტა ერთიანად კი არ მოისრას, არამედ დამოუკიდებელი უჯრედები გადარჩნენ და მერე თავიდან დაიწყონ ახალი ქსოვილის შექმნა.”

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *