Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდება.  


გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში  შესვლა და გამოსვლა.


რადიკალური ზომების მიღება მარნეულის რაიონში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევის გამოვლენამ გამოიწვია. მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში 22 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა ვერ მოახერხეს ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა. 


„ეს არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ველოდით და პერიოდულად ვიძახდით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში დაფიქსირებულ ახალი შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.




 


"იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის ადმინისტრაციაში 22 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა  ყველა მინისტრი და ასევე თბილისის მერი, კახა კალაძე.


პრემიერის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების კარდაკარ ივლიან იმისათვის, რომ გამოავლინონ საეჭვო შემთხვევები.


არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია ინფიცირებულ პირის 80-ზე მეტი კონტაქტი. 


ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაინფიცირებული ქალი მაღაზიაში მუშაობდა. ცნობილია ისიც, რომ ის დაესწრო წლისთავს, სადაც ბოლნისის რაიონიდან და ასევე პრემიერ მინისტრის თქმით, "მეზობელი ქვეყნიდან" - ჩამოსული პირებიც ესწრებოდნენ.


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგანი სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა კიდევ ხუთ ადამიანზე.


სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში — 3254. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *