მარინა ენედელაძე: საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 5 პაციენტი გვეყოლება
„5 პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვალა, რასაც დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენი გუნდი, მთლიანობაში 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათ შორის ერთი ძალიან მძიმე იყო“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ „იმედის კვირაში“ სატელეფონო ჩართვის დროს.
ენდელაძის განმარტებით, 5 პაციენტი ხვალ გაეწერება საავდმყოფოდან.
22 მარტის 20 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავრუსით 54 ადამიანია დაინფიცირებული.
რაც შეეხება მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის შემთხვევას, სპეციალისტები ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.