Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარნეულში კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის კორონავირუსზე შემოწმება სწრაფი ტესტებით დაიწყო. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო, - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.


„დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე. აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის“, - თქვა მარნეულში მყოფმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოტანილი 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის.


როგორც მინისტრი ამბობს, მთავრობა დამატებით ტესტებს ელოდება.


„თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.


მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევას და გადაყვანას სხვა კლინიკაში.


„ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.


კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები ჩინეთიდან საქართველოში 25 მარტს ჩამოიტანეს, რომელიც სიჩუანის პროვინციის მთავრობის საჩუქარია.


საჩუქრის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობს სწრაფ ტესტებს. ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა მას 5,5 დოლარი უჯდება. სახელმწიფომ ჩინეთში წარმოებულ ტესტებზე (Shenzhen Bioeasy Biotechnology) შეაჩერა ყურადღება და ხელშეკრულებაც გააფორმა.


დოკუმენტით, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდება.


ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. 


25 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, ავსტრიის ორი მოქალაქე კი ქვეყნიდან გაემგზავრა. კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანაში 4055 ადამიანი იმყოფება; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *