ჩემი მიზანი არ იყო საჯაროდ მეთქვა ეს ყველაფერი, მაპატიოს ზურას სულმა – ჟვანიას დაცვის წევრი ალაპარაკდა
“2005 წლის 2 თებერვალს ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. მივედი სამსახურში, შემდეგ წამოვედი. დაახლოებით ოთხის ნახევარი იქნებოდა დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. 10 წუთში გლდანიდან საბურთალოზე გავედი, მივედი იმ ბინაში, სახლში შესვლა ვერ მოვახერხე და გისოსებიდან შევედი. სავარძელზე იჯდა ზურა, ჩამოვიყვანეთ, პულსი გავუსინჯეთ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ადგილზე რაიმე ძალადობის ნიშანი არ შეინიშნებოდა. […]