IMF-ი აქვეყნებს მონაცემებს ქვეყნების ეკონომიკურ სტრატეგიაზე პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად
საქართველოს შესახებ მოტანილ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ქვეყანამ 1 აპრილს გამოაცხადა 2 მილიარდი ლარის, ანუ მშპ-ის 4 პროცენტის მოცულობის მხარდამჭერი პაკეტი, რომელიც მოცავს ქონების და მოგების გადასახადების შეჩერებას ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, განაკვეთიანი სუბსიდიების გამოყოფას მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის და კიდევ რამდენიმე ზომას, მათ შორის მთავრობის მიერ გაზის, ელექტოენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადების დაფარვას მოსახლეობის ღარიბი სეგმენტისთვის. 351 მილიონი ლარი მიემართა ჯანდაცვის ხარჯებს.
უმუშევრობის შემწეობა, თვეში 150 ლარის ოდენობით და ექვსი თვის ვადით, დაენიშნებათ მათ, ვინც სამსახური მიმდინარე მოვლენების გამო დაკარგა.