Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობებს აჯამებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ადამიანური შედეგების შემცირებისკენ არის მიმართული. აქვე, მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები, ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ლარმა 6 მარტის შემდეგ, დოლართან მიმართებაში 14%-იანი ინფლაცია განიცადა.

ანგარიშში, ნახსენებია საქართველოს მთავრობის მიერ 2 მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფის შესახებაც და მოყვანილია ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული შეღავათები. საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებამ გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადები დაუფარა ღარიბ სეგმენტს. ნათქვამია, რომ 351 მილიონი ლარი მიემართება ჯანდაცვის სფეროსკენ.

„6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდიაც გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა. ის ბიზნესები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს, ასევე მიიღებენ დაფინანსებას. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის ამოქმედებასაც, რათა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღორძინებას დაეხმაროს“,- ნათქვამია ანგარიშში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *