COVID-19-ით ინფიცირებული გალელი პავიენტი გამოჯანმრთელდა
პაციენტს გადამოწმების მიზნით ანალიზი უკვე მესამედ ჩაუტარდა, რადგან COVID-19-ზე მეორე განმეორებითი ანალიზი 15 აპრილს, სუსტად გამოხატული დადებითი იყო.
50 წლის ქალი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს მოათავსეს. მას კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 13 აპრილს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა.