რუმინეთში კორონავირუსით სულ მცირე 1000 ექიმი და მედდა დაინფიცირდა
რუმინეთში ასევე მატულობს და 18 აპრილს კიდევ 732-ით გაიზარდა COVID-19 ის ინფექციით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც 8500-ს აღწევს. 421 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის გამო რუმინეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალულია ყველა სახის საჯარო შეკრება. სააღდგომო ლიტურგია რუმინეთში წელს დახურულ ეკლესიებში ჩატარდება.
ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, 18 აპრილს სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და მოუწოდა მართლმადიდებლებს, რომ აღდგომა სახლში დარჩენით აღნიშნონ.