წირვას სამების გარე პერიმეტრზე კომპანია „ჯეოვოისი“ გაახმოვანებს
"კომპანია „ჯეოვოისმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ გაგვეხმოვანებინა ტაძრის გარე პერიმეტრი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, კობა მათითაიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი მომსახურება მათ კომპანიაში 10-15 ათასი ლარი ღირს.
მათითაიშვილის სიტყვებით, რომ კომენდანტის საათს არ დაარღვევენ და მათი თანამშრომლები ადგილს 6 საათის შემდეგ დატოვებენ. მანვე დააზუსტა, რომ გახმოვანებაში დახმარების სურვილი მას ეკუთვნის და ის სამებას თავად დაუკავშირდა.
18 აპრილს საღამოს 10 საათზე სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის წირვა დაიწყება. ადგილზე ახლა რამდენიმე ათეული ადამიანია მოსული.
ეკლესიის შესასასვლელებში მოქალაქეებს პირბადეები ურიგდებათ.