Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამოდი სახლში - „სირცხვილია“ ამ წუთებში ონლაინაქციას მართავს

„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს 19:00 საათზე ონლაინ აქციის სახით გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც სირცხვილია“, - ამ სიტყვებით დააანონსა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია, რომელსაც ადამიანები Zoom-ის საშუალებით ესწრებიან  და საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ.




„იმდენი რამ დაგროვდა საპოტესტო, რომ შემეძლოს, ახლავე გავიქცეოდი პარლამენტთან და გავაპროტესტებდი, მაგრამ  ჩვენ ვართ პასუხისგებლიანი ადამიანები და ვრჩებით სახლში. ფაქტია, რომ ასე მეორეხარისხოვან ადამიანად არ მიგრძვნია თავი“, - თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრნა ნოდარ რუხაძემ.


ჯაბა ზარქუამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ არ გავიდეთ გარეთ, თუ არ არის ამის აუცილებლობა: „არ უნდა გავიდეთ!  და არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმა გაცვია.  არც ის ექიმები უნდა გავიდნენ, ვისი გასვლის საჭიროებაც დღეს არ არის. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც არა აქვსს კარგი ჯანდაცვა“.


„სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრისა და აქციების ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, „პანდემიის ფონზე, საქართველოში კრიზისის მთავარი გამომწვევი არის ეკლესია, პასუხისმგებელი მაინც არის მთავრობა, სახელმწიფო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა იყოს თანასწორი კანონის წინაშე“,


ონლაინ აქციას შეუერთდა ასევე ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს მედპერსონალის დეფიციტი, რაც ნათლად გამოჩნდება მალე და რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია კორონავირუსით დაინფიცირებული მხოლოდ 1200 მძიმე პაციენტის მიღება. ხოლო თუ ეს რიცხვი გაიზრდება, ექიმებს მოუწევთ მოხუცი პაციენტების მოხსნა სასუნთქი აპარატებიდან და ეს იქნება ძალიან მძიმე.  


აქცია „გამოდი სახლში“ მოძრაობა  „სირცხვილიას“ ფეისბუკგვერდზე ამ წუთებშიც გრძელდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *