თურქმენეთში ჰომოსექსუალობის ბრალდებით შოუმენი დააკავეს
თუმცა, თავად მსახიობი პარტნიორთან და ათობით კიდევ სხვა პირთან ერთად მარტში დააპატიმრეს.
იუწყებიან, რომ რამდენიმე დაკავებული გაათავისუფლეს გირაოს გადახდის შემდეგ.
თურქმენეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ცნობილი შოუმენის დაპატიმრების ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
თურქმენეთში, რომელიც ყველაზე უფრო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ითვლება ცენტრალურ აზიაში, ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.