რუსთაველის „სმარტის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაიკეტა თავად ობიექტიც და როგორც კომპანია აცხადებს, ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას. აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და აწვდნიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს“, - ვკუთხულობთ „სმარტის“ განცხადებაში.
კომპანიის გადაწყვეტილებით, 22 აპრილიდან “სმარტის” ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მიიღებენ.
„თავად “სმარტის” თანამშრომლების თერმოსკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა”, - ნათქვამია განცხადებაში.