ინგლისის დედოფალს არ სურს საზეიმო ზალპის მოწყობა მის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით
დედოფლის აზრით, უადგილოა ყველანაირი ზეიმი კორონავირუსის პანდემიის დროს.
ეს არის პირველი შემთხვევა, რაც საზეიმო ზალპის გაუქმების თხოვნა მომდინარეობას თავად ელისაბედ მეორისგან, რომელიც ბრიტანეთის ტახტზე 68 წლის განმავლობაში იმყოფება.
მონაქრის ამ განცხადების ფონია კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების ზრდა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ინფექციით ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყნების ათეულში იმყოფება.
„ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის“ ანგარიშით კორონავირუსით ბრიტანეთში დაინფიცირებულია 115 ათასი ადამიანი, სულ მცირე 15 ათასი პაციენტი კი გარდაიცვალა.