ახალციხეში მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე ფეხით მივიდა
სააღდგომო ლიტურგია ახალციხეში, ტაძრის ეზოში, ორმეტრიან ნიშნულებზე მდგომი მრევლისთვის 11:30 სთ-ზე დაიწყება და სავარაუდოდ 03:00 სთ-მდე გაგრძელდება. ამის შემდეგ მრევლს კიდევ სამი საათი ეზოში დარჩება, რათა დაწესებული 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა არ მოუწიოს.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს ასეთი შეზღუდვებით ცხოვრება მოუწევთ.
მეორე წირვისთვის, დარჩენილი მრევლის ნაწილი, ტაძარში დილის 7 საათზე მივა.