Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველომ რუსეთში სამი პირის ექსტრადიცია მოახდინა

რუსეთის ფედერაციას საქართველომ გადასცა რუსეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე გადასცა. ვლადიკავკაზის პოლიცია ბრალდებულების გადაცემის ვიდეოს ავრცელებს.




რადიო თავისუფლებისთვის საქართველოს იუსტიცის სამისნიტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიცია დღეს, 21 აპრილს შედგა. იუსტიციის სამინისტრო თითოეული პირის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.


მაქსიმ ფატეევი


რუსეთის მოქალაქე მაქსიმ ფატეევს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის აგვისტოში მიმართა. ფატეევს შესაძლებლობა ჰქონდა, გამოეყენებინა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით არსებული ყველა საშუალება სამართლებრივი დავისათვის. 2020 წლის 10 მარტს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია; გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. სასამართლომ უარი უთხრა ფატეევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ფატეევის რუსეთში ექსტრადიცია.


კურბან ომაროვი


რუსეთის მოქალაქე კურბან ომაროვს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანებაში დახმარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 2 სექტემბერს მიმართა. ომაროვს საშუალება ჰქონდა, დაეცვა საკუთარი უფლებები საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით გათვალიწინებული ყველა სამართლებრივი საშუალებით. 2019 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ომაროვის ექსტრადიცია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა საასმართლომაც, სადაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ომაროვის ადვოკატმა გაასაჩივრა. სასამართლომ უარი უთხრა ომაროვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ომაროვის რუსეთში ექსტრადიცია.


თეიმურ ღარიბოვი


აზერბაიჯანის მოქალაქეს თეიმურ ღარიბოვს ბრალად ედება  ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილობა. მისი ექსტრადიცია რუსეთის მხარემ 2019 წლის 2 სექტემბერს მოითხოვა. ღარიბოვის დაკავება, მისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება და ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო შემდეგ, ღარიბოვის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, საკითხი განიხილა უზენაესმა სასამართლომ და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების საუძველზე და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით, 21 აპრილს განხორციელდა ღარიბოვის რუსეთში ექსტრადიცია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *