Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მუშევანის რწმუნებული: "ვეხვეწებით, ვუხსნით, მაგრამ არ გვიჯერებენ. ტყეში გარბიან"

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშავანიდან, სადაც 1 მაისს ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს, ერთი მათგანი მცირეწლოვანია.


სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა.“ 


„ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა, წასვლის წინ თავად გაამზადეს ყველაფერი, კბილის პასტა და ჯაგრისიც კი მოიმარაგეს, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ცუდად იყვნენ, ფერმკრთალი სახეები ჰქონდათ“, - თქვა რობიზონ სელიმაშვილმა


1 მაისს სოფელ მუშევანში მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორ ბრიგადას, ასევე, პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა COVID-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაში.


ინციდენტის დროს დაზიანდა  2 სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


მუშევანის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა თქვა, რომ ინფიცირებულები 3-4 დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდნენ და „არავის იკარებდნენ“. ინფიცირება ტესტირების შემდეგ დაუდგინდათ.


„ხვალ სოფელში ტესტირებისთვის ბრიგადები უნდა შევიდნენ, მაგრამ ხალხი ამ პროცედურას გაურბის. ვეხვეწებით, ვუხსნით, მაგრამ არ გვიჯერებენ. ტყეში გარბიან, ან მეზობელ სოფელში გადადიან“, - თქვა რობიზონ სელიმაშვილმა.


მუშევანში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევა 1 მაისს დადასტურდა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *