Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უცნობია კახეთში ექიმის ინფიცირების წყარო

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კლინიკა „ევექსის“ ექიმია, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.


ახლა კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ორივე სამსახურში, იმ ადამიანებს უტარებენ ტესტირებას, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება.


კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ  კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგი გამართეს.


ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალის დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობენ წყაროს და კონტაქტების გამოსავლენად.


50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. მანამდე ის სასწრაფო დახმარების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოძახებებზე, პაციენტებს ემსახურებოდა.


კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ კონკრეტული ციფრების დათვლა ახლა მიმდინარეობს, თუ რამდენ პაციენტს მოემსახურა სასწრაფოს ექიმი.


ჟურნალისტებმა ქადაგიშვილს ჰკითხეს, რა ზომების გატარება იგეგმება ყვარელში, ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ?


სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამის შესახებ მოგვიანებით მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მანამდე კი თქვა, რომ ამ ეტაპზე ქალაქი არ ჩაიკეტება.


ყვარელში, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის სახლთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი ექიმის ოჯახის წევრია. მათ COVID-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *