Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კორონავირუსით მძიმედ დაზარალებული იტალია ემზადება ზომების შესამსუბუქებლად

იტალიელები ემზადებიან ორთვიანი მკაცრი კარანტინიდან გამოსასვლელად. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 1 მაისს ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისთვის, რომლებიც ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეექმნა. 


იტალიაში ამ ვირუსს 28,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, თუმცა ბოლო კვირებში დაიკლო ინფიცირების, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებმა. 


კონტეს თქმით, 4 მაისს სამუშაოზე დაბრუნდება 4 მილიონი იტალიელი, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიერ მოტანილი "პირველი შედეგების" ფონზე. ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის გამო იტალიის ეკონომიკა წელს დაახლოებით 8 პროცენტით შეიკვეცება. 


კრიზისის დროს მუშახელის ნახევარი სახელმწიფოს დახმარებაზე იყო დამოკიდებული და კონტემ აღიარა, რომ მთავრობას დააგვიანდა გასაჭირში მყოფი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის 50 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა. 


იტალიის ეკონომიკური ტკივილი მთელი ევროპის მასშტაბით იგრძნობა, სადაც, როგორც ევროკავშირის სტატისტიკის ოფისი ვარაუდობს, ევროს მოხმარების ზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3,8 პროცენტით შემცირდა. 


ქვეყნის ნაწილობრივ გახსნისკენ იტალიის და სხვა სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონია შეშფოთება, რომ ინფექციის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს და ისევ გახდეს საჭირო შეზღუდვის ზომების ამუშავება. 


აშშ-ში, შტატების დაახლოებით ნახევარი მუშაობს შეზღუდვების მოხსნის გეგმებზე, რადგან იზრდება ზეწოლა ეკონომიკის გახსნის თაობაზე. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *