Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კახეთში სამ მედიკოსს სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა

„კახეთში რეგიონში სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევით, კიდევ სამ მედიკოსს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. თუმცა ხიზანიშვილი ამბობს, რომ ეს შედეგი უნდა გადამოწმდეს  PCR-ტესტით, რაც შესაძლო ცდომილებას გამორიცხავს.


„სამი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, - ამბობს ხიზანიშვილი.


დღეს კახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. ინფიცირებულია ექიმი, რომელიც ყვარლის სასწრაფო დახმარების სამსახურში და „ევექსის“ კლინიკაში მუშაობდა. 50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. უცნობია ინფიცირების წყარო. პაციენტს ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.


ყვარელში ექიმის თანამშრომლების, ოჯახის წევრების და კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს. უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი ექიმის ოჯახის წევრია. მათ COVID-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.


აღსანიშნავია, რომ დღეს ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს მამაკაცი, რომლის შვილსაც რუსთავში კორონავირუსი დაუდგინდა. ოჯახი წარმოშობით სოფელ ქვემო გურგენიანიდან არის. მამაკაცი სოფელ ქვემო გურგენიანში მანამდე ჩავიდა, ვიდრე მის შვილს CIVID-19 დაუდგინდებოდა. ის კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს. ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხს ხვალ დილით ელოდებიან.


ლაგოდეხში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ რუსთავში ინფიცირებული ახალგაზრდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახან ჩავიდა.


კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში დღეს, 2 მაისს გამოვლინდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *