Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯო ბაიდენი უარყოფს სექსუალური ზეწოლის ბრალდებებს

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიჩუმე დაარღვია და ღიად უარყო ბრალდებები, თითქოს ის სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახორციელებდა ყოფილ თანაშემწეზე. 


საინფორმაციო არხ MSNBC-სთვის 1 მაისს მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინციდენტი, რომელიც, ბრალდების თანახმად, 27 წლის წინ მოხდა, "არასოდეს ყოფილა". "არა, ეს არ არის სიმართლე. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არასოდეს, არასოდეს მომხდარა", - განაცხადა 77 წლის ბაიდენმა. 


ტარა რიდმა, რომელიც ბაიდენის სენატის ოფისში მუშაობდა 1992-დან 1993 წლამდე, სექსუალური ხასიათის თავდასხმაში ახლახან საჯაროდ დასდო ბრალი მაშინდელ სენატორს. მისი თქმით, ბაიდენმა ის კედელთან მიიმწყვდია და ხელით შეაღწია მის სხეულში. რიდის  მონათხრობი, რომელიც მარტში, პოდკასტში გასაჯაროვდა, გაამაგრა მისმა მეგობარმა, რომელიც ამბობს, რომ რიდი მას მაშინვე მოუყვა მომხდარის თაობაზე. ყოფილი მეზობელი ინტერვიუში ამბობს, რომ რიდმა მას 1990-იანების შუა პერიოდში გაუზიარა სექსუალური თავდასხმის თავისი გამოცდილება. 


ბაიდენი ამბობს, რომ არაფერი იცის მის მიმართ რიდის მიერ უწინ გამოთქმულ ბრალდებებზე. ღია წერილში ბაიდენი სენატის მდივანს სთხოვს, მოძებნოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი მასალა, რომელიც ბრალდებაში მონათხრობ სექსუალურ ზეწოლას ეხება. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *