Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უჩვეულო „გვირილობა“ქუთაისში

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული სიმღერით და ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა და  საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წევრებმა და მოხალისეებმა. მათ ამ ჟესტით  მედიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. 


ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებისთვის მადლიერების გამოხატვას, სიმბოლურს უწოდებს, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  ნინო ავალიანი:


„დღევანდელი დღე ასოცირდება  ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან, რომლის სიმბოლო გვირილებია. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქველოქმედო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ  გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე, გავულამაზოთ ჩვენი ქალაქის მედიკოსებს, რომლებიც პანდემიას ებრძვინ. ჩვენ მათ მივართვით გვირილები, რომლებიც ტუბერკულოზთან ბრძოლის სიმბოლო იყო“.




2 მაისს ქუთაისში „გვირილობას“ აღნიშნავენ, რომელიც ქალაქის დღესასწაულია და  ქველმოქმედებას უკავშირდება. „გვირილობა“ მრავალი წელი ხალხმრავალი ღონისძიებებით აღინიშნებოდა. გასულ წლებში „გვრილობისას“ ქუთაისში იმართებოდა სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები. სახალხო დღესასწაულის ტრადიციას საფუძვლად მიიჩნევა  ჯერ კიდევ 1911 წელს დაწყებილი კამპანია, როდესაც გიმნაზისტი გოგონები შესაწირს აგროვებდნენ ჭლექით დაავადებულთათვის  და გვირილას ამაგრებდნენ მკერდზე იმ ადამიანს, ვინც თანხას  გაიღებდა.


ქუთაისის ქალაქის დღესასწაულისთვი,  „გვირილობისთვის“, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პიროებებში,  გაუქმდა ქალაქში დაგეგმილი ყველა ღონისძიება. როგორც მერიაში განმარტავენ, ჯერჯერობით ბიუჯეტში ცვლილება შესული არ არის, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა დღესასწაულისთვის განკუთვნილ თანხას საჭიროებისამებრ მოიხმარს. 


დღეს  „გვირილობის“ დღესასწაული მეეზოვე ქალებს ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილიმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.


დავით ერემეიშვილის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მეეზოვეთა საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  


 


 


 


 


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *