კომენდანტის საათის დაწესების კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი წესები შეიცავს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს, პროცესში პარლამენტის ჩართულობა კი ამ რისკებს შეამცირებს.
"მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას", - ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როდის ჩაინიშნება საქმის განხილვა უცნობია. თუმცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადის გასვლასთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათიც გაუქმდება. დღევანდელი მოცემულობით, მოქალაქე, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გავა, სამი ათასი ლარით ჯარიმდება.
ამავე თემაზე: მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის კონსტიტუციურობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს