Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტიკარაძე: ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე „პირველი არხის“ ეთერში ბოლნისში COVID – 19-ით ინფიცირებულთა შემთხვევებს გამოეხმაურა.


„ეს უბრალოდ კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“, – თქვა ტიკარაძემ. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, თითოეული რეგიონი მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში მაინც მიიჩნეოდეს კოვიდინფექციისგან თავისუფალ რეგიონად. როგორც მინისტრი ამბობს, თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში ათ და მეტ პაციენტს დაუდასტურდა COVID – 19, რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება.


შეკითხვაზე, ბოლნისის ახალი შემთხვევებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ნაჩქარევი შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა და მოსალოდნელია თუ არა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის თავიდან ამოქმედება, ტიკარაძემ უპასუხა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე იყო დამყარებული და შესაბამისად, ის სრულიად გამართლებული იყო. მისი თქმით, მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და აქედან გამომდინარე, „ერთგვაროვნად ვერ ვიმსჯელებთ, რომ დღევანდელი თხუთმეტი შემთხვევა შეიძლება, ძალიან სარისკოდ ჩაითვალოს“.


14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება. 


სამთავრობო ვებსაიტის (StopCov.ge), მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 667 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 383, გაირდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4233 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *