„სხვისი ტაკუნებით გულდათუთქულებს ალბათ გეყოფათ იმის ჭკუა, მანდ აღარ იყოთ!“
პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი კანცელარიასთან, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას ესწრება. მან, „ფეისბუქში“, ცოტა ხნის წინ, „ერთსქესიანთა ქორწინების“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს მიმართა.