თორნიკე რიჟვაძე: აჭარამ დაიბრუნა "მწვანე ზონის" სტატუსი, 30 აპრილის შემდეგ არავინ დაინფიცირებულა
"ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი", - თქვა რიჟვაძემ.
საქართველოში ყოველდღიურად მცირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 509 განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.