Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინაში დასრულდა ჟურნალისტ შერემეტის მკვლელობის გამოძიება

უკრაინის პოლიციამ დაასრულა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელთა საქმის გამოძიება, რის შესახებაც უწყება ეჭვმიტანილთა დაცვის მხარეს გადაეცა.


 


ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.


 


გამოძიება ანტონენკოსა და კუზმენკოს დანაშაულის შემსრულებლად მიიჩნევს, ხოლო დუგარს - მათ თანამზრახველად.


 


 


გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ შერემეტის მოკვლით, ჯგუფის მიზანი იყო უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“.


 


 


ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დანაშაული ხანგრძლივ და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. იულია კუზმენკოს ადვოკატი, ტარას ბესპალი, აცხადებს, რომ სასამართლოზე საქმე ხუხულასავით დაიშლება


 


20 მაისს ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის „სეროზული საკადრო დასკვნებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები უდანაშაულოები აღმოჩნდებიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *