Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თეთრ სახლში განიხილეს 1992 წლის შემდეგ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის შესაძლებლობა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გაიმართა მსჯელობა, უნდა ჩაატაროს თუ არა ქვეყანამ ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა 1992 წლის შემდეგ.


 


გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, აღნიშნული საკითხის თაობაზე საუბარი გასულ კვირაში გაიმართა ქვეყნის უსაფრთხოების უწყებების მაღალჩინოსანთა მონაწილეობით.


 


ამ საკითხზე მსჯელობა განაპირობა აშშ-ის ეჭვმა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი და ჩინეთი, ორივე ბირთვული სახელმწიფო, ატარებენ დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის ცდებს.


 


გაზეთის თანახმად, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის მონაწილეებს არ მიუღიათ არანაირი შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოცდის თაობაზე.


 


ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის შეთანხმება (CTBT)1996 წლის სექტემბერში მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. შეთანხმებით იკრძალება ბირთვული იარაღის ნებისმიერი საცდელი თუ სხვა სახის აფეთქება, ნებისმიერ ადგილზე, სადაც ბირთვული სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება. შეთანხმების რატიფიკაცია არ მოუხდენია აშშ-ს, ჩინეთსა და ისრაელს.


 


 


 


გასულ წელს დიდი შეშფოთება გამოიწვია პენტაგონის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებამ, რომლის თანახმად რუსეთი დაწინაურდა ახალი სტრატეგიული ბირთვული იარაღის შექმნის თვალსაზრისით და შესაძლოა არღვევდეს ბირთვული იარაღის გამოცდის დაუშვებლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *