კიევში ტყვიით მოკლული იპოვეს პარლამენტის დეპუტატი ვალერი დავიდენკო
როგორც საინფორმაციო პორტალი "ევროპეისკა პრავდა" იუწყება, იგი მოკლულია თავში სროლით.
მოკლულის გვამთან აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც ინცინდენტის დეტალებს იკვლევენ.
2019 წლის ივლისის არჩევნებში თვითწამოყენებული, უპარტიო დავიდენკო მე-9 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს 208-ე, ჩერნიგოვშჩინის ოლქიდან.
იგი იყო სადეპუტატო ჯგუფ „ნდობის“ წევრი. მუშაობდა ეკონომიკური განვითარების საკითხების საპარლამენტო კომიტეტში.