უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსს თავის არეში ესროლეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მედიის ცნობით, ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობაც განიხილება . ცნობისთვის, დავიდენკო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან იყო.
Source