კახა კალაძე: ვიცით, რა პრობლემები აქვთ ღამის კლუბებს
"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემების აქვთ [ღამის] კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის", - აღნიშნა მან.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში კლუბები ორ თვეზე მეტია დახურულია. დახურვის გადაწყვეტილება მათ თავად ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მიიღეს. ამ დროის განმავლობაში კონკრეტული პროგრამა, რომელიც მათ დასახმარებლად იქნებოდა გათვლილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუსაჯაროებიათ.