ბელარუსში ყოველდღიურად მატულობს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის სტატისტიკაში, რაც ჯამში 35 244-ს უდრის, აერთიანებს როგორც დაავადებულებს, ისე გამოჯანმრთელებულებს და გარდაცვლილებს.
ბელარუსში კორონავირუსით დაავადებული 194 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ქვეყნის ოფიციალური ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ყველა გარდაცვლილს კორონავირუსის გარდა სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებაც გააჩნდა.