Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დავით ზალკალიანი: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გავრცელებული კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, სომხეთში საქართველოს საელჩოში დარეკა ჯანდაცვის მინისტრის სახელით ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა.


"მე მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ეს წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რაც განხორციელდა სულ ცოტა ხნის წინ საელჩოში, არის გულწრფელი", - თქვა ზალკალიანმა.


გუშინ, 22 მაისს მედიაში გავრცელდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის კომენტარი, რომელიც ეჭქვეშ აყენებდა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შედეგებს.


„ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა.



ამირან გამყრელიძემ უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს;
თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს.


საქართველოში ლაბორატორიულად კოროავირუსის 728 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 509 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდიაცვალა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში ე.წ. პიკმა გადაირა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *