Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ყირიმის თაობაზე გაეროს ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. უკრაინამ და აშშ-მა უარი თქვეს

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელიც ანექსირებულ ყირიმში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.


 


„არრიას ფორმულის“ სახელით ცნობილი შეხვედრა ინიცირებული იყო რუსეთის მიერ და 21 მაისს წარიმართა ონლაინ რეჟიმში. მოდერატორი იყო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია, შეხვედრაში მიწვეული იყვნენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის წარმომადგენლები.


 


 


გავრცელებული ცნობით, ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები. ასეთ შეხვედრაში ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობა ეწინააღმდეგება ყირიმთან დაკავშირებით კავშირის პოზიციას, რომლის თანახმად დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა.


 


„არრიას ფორმულის“ (ვენესუელელი დიპლომატის დიეგო არრიას პატივსაცემად ატარებს ამ სახელს) სხდომა ითვალისწინებს კონსულტაციებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ ასევე საზოგადოებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს.


ასეთი შეხვედრები არ განეკუთვნება უშიშროების საბჭოს პირდაპირ ღონისძიებებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *