კახა ოქრიაშვილი: თუ ქართული ოცნება არ წარმადგენს, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს
"უკვე წლებია ვუკვეთავ [ვიკვლევ] ჩემს რეიტინგებს, ძალიან მაღალი რეიტინგი მაქვს წალკაშიც და დმანისშიც... 2004 წელსაც გავიმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა", - თქვა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების ის ერთ-ერთი დეპუტატია, რომელსაც 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა დაბრალდა. მან ხმა არ მისცა ამ ცვლილებების პროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ დააანონსა.